ლიტველებისთვის დღეს გლოვის დღეა. 1991 წლის 13 იანვარს ლიტვაში ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ დაარბია ლიტვის დამოუკიდბლობისთვის მებრძოლი მშიდობიანი საპროტესტო აქცია. 13 იანვარს ლიტვაში, აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი და დაშავდა 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი. ვერც ამ საზარელმა ქმედებამ და ვერც სხვა მცდელობებმა ვერ ჩაახშეს ლიტველთა მტკიცე სულისკვეთება და დამოუკიდბლობის ჟინი. ისევე როგორც საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა, 13 იანვრის ტრაგედიამ გააძლიერა წინააღმდეგობის მოძრაობები ბალტიის ქვეყნებში. ინტერპრესნიუსის ცნობით 13 იანვარს, სოლიდარობის ნიშნით თბილისის ტელეანძა ლიტვის დროშის ფერებში აინთება, რადგან 13 იანვარს ლიტვაში ტრაგიკული მოვლენები სწორედ ტელეანძის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა. ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, დღევანდელი დღის აღსანიშნავად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.